19:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 16:32:30, 1978 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ საომარი მოქმედებები, თუ კონტრშეტევა მიმდინარეობს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს არ შეუძლია ომის შეჩერება, რადგან უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს. 

პუტინმა კომენტარი რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ კიევი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, "მოლაპარაკებების აკრძალვის ბრძანება გააუქმოს".

„როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ საომარი მოქმედებები, თუ კონტრშეტევა მიმდინარეობს?
რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, თუ შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ გააუქმოს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც კრძალავს მოლაპარაკებებს“,- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics