15:52 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 21:14:50, 808 ნახვა

მსოფლიო
მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 500-მდე გაიზარდა

მაროკოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2497-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობამ 2 476-ს მიაღწია. როგორც მაშველები ამბობენ, მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. 

ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, მაროკოში ადგილობრივი დროით, 23:00 საათზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და ბიძგები 20 წამის განმავლობაში გრძელდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics