21:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 11:57:26, 696 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვა - DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, საქართველოში DRG მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, 27%-დან 10%-მდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საბჭოს სხდომაზე სამედიცინო დაწესებულებებში, დაფინანსების ახალი მოდელის 10 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, სილვიო დომენტეს შეფასებით, საქართველოში DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსურ დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა  და მეტად გამჭვირვალე გახდა.

„საბჭოს წევრებმა, DRG მოდელის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ  წლის ბოლომდე, დაფინანსების ახალი სისტემა მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება.

დაფინანსების აღნიშნული მოდელი, სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, შესაბამისად, სამინისტრო, უმოკლეს ვადებში, ახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ  ქმედებებზე.

DRG უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, კონკურენციის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები არიან.

სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხისა და გამოსავლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.  DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის, სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics