21:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 14:11:52, 894 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, გურიაში, სტიქიის ზონაში მეორე ცხედარი იპოვეს

გურიის რეგიონში, ძებნის ღონისძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

"გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. 

ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვნის ძებნის ღონისძიება მიმდინარეობდა, დღეს დილით გაავრცელა.

ამასთან, მოგვიანებით, მაშველებმა სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს.

აღსანიშნავია ასევე, რომ მდინარე ლესის წყლის ადიდების გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მოძრაობა შეიზღუდა  შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზეც, სადაც შვავი ჩამოვიდა. 

სტიქიის შედეგებს ებრძვიან ქობულეთშიც, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა, სოფლებში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics