23:36 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 16:43:56, 893 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვების წარმოდგენები ოლიგარქის დადგმული სპექტაკლია

მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად” ახალ პოლიტიკურ პროექტს ამზადებს.

"ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება-არგაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერის სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების “გადასაქაჩად”, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად.

მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება.

თანაც, ჩვენი საბოლოოდ გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე!",- წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics