23:36 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 14:58:49, 946 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის EU-ს ლიდერებთან საუბარს იწყებს

შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს.

გრეგოროვას თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების.

"შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს. ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ "ქართულ ოცნებას" კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების",- წერს გრეგოროვა.

ცნობისთვის, პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics