18:31 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-26 13:53:40, 854 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - შვედეთი ნატოს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება

შვედეთი ნატოს წევრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გახდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ნატოს ვილნიუსის სამიტზე  მიღწეული იქნა კონსენსუსი და თურქეთმა შვედეთის ალიანსში რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, თუმცა თურქეთის პარლამენტი მუშაობას ოქტომბერში განაახლებს და როგორიც კი ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი  რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ. 

"ვფიქრობ, შვედეთი NATO-ს წევრი შემოდგომაზე გახდება. მე ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ კონკრეტული თარიღების დასახელებისას, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩემი ოპტიმიზმი ეყრდნობა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მკაფიო და ცალსახა პასუხს, როცა მან დიდი მსჯელობის შემდეგ ივლისის დასაწყისში, ვილნიუსში გამართულ სამიტზე მიიღო შვედეთის NATO-ს განაცხადი.  ვილნიუსში მიღწეული იქნა კონსენსუსი. როგორც, კი  თურქეთის ეროვნული ასამბლეა შეიკრიბება, ისინი რატიფიცირების პროცესს დაიწყებენ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics