19:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 17:54:08, 672 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა სასტუმრო ჩემი ავტომობილით დატოვეს

სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა დატოვეს სასტუმრო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა ცოლ-შვილმა შოვი, სტიქიის ზონა ვერტმფრენით დატოვა.

კალაძის თქმით, მისმა სამმა მცირეწლოვანმა შვილმა სასტუმრო მისივე ავტომობილით დატოვა.

"ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა, გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე", - განაცხადა კალაძემ. 

შეგახსენებთ, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში თავისი ოჯახის წევრებს ეძებდა , „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ სტიქიის დროს პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით კახი კალაძის ოჯახის წევრების ევაკუირება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics