23:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 16:34:10, 767 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველის მოადგილე ბათუმის აქციაზე დაკავებულებზე - ცალკეულ მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები

სახალხო დამცველის მოადგილემ, ელენე ღუდუშაურმა ბათუმის აქციაზე დაკავებულები მოინახულა.

როგორც ელენე ღუდუშაური აცხადებს, დაკავებულები პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ და აღნიშნავს, რომ დაკავებულთა ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

"რამდენიმე მათგანი საუბრობს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ამ ფაქტზე. ჩვენ გუშინვე გვქონდა რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით და მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ახლა მათგან ველით სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას. ასევე, გუშინ, გვიან ღამით მოვინახულეთ სენაკში დაკავებულები. მათგანაც, რამდენიმე მათგანმა ისაუბრა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე პოლიციელების მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მივმართავთ სპეც. საგამოძიებო სამსახურს.

[დაკავებულები] თვითონ საუბრობენ ძალის გადამეტებაზე პოლიციელების მხრიდან დაკავების მომენტში. ცალკეულ მათგანს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ძირითადად, ეს არის ინფორმაცია, რასაც გვაწვდიან", - განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, 31 ივლისს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს შემოსვლას აპროტესტებდნენ, პოლიციამ 23 პირი დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics