23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 14:56:27, 714 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მეღვინეობის დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები ჩატარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, მეღვინეობით დაინტერესებული პირებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის  ტრენინგები ჩატარდა. 

მონაწილეებმა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისგან მიიღეს ინფორმაცია ღვინის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ღვინის კომპანიის რეგისტრაცია, მევენახეობა და ვენახების კადასტრი, რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება, არაყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების რეგულაცია, ხარისხის კონტროლი, სერტიფიცირების ეტაპები, ეტიკეტირება, ღვინის ეროვნული სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში. 

ტრენინგების მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები.

ტრენინგები 1-ელი ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გაიმართა. სასწავლო კურსის შემაჯამებელი ღონისძიება თბილისში, ღვინის ეროვნულ  სააგენტოში ჩატარდა. ტრენინგებზე დასწრება უფასო იყო.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics