23:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 13:12:15, 726 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩაატარეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენები და მეორადი საბურავები გაიტანეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის სპეცტექნიკა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ.

„სამწუხაროა, რომ მსგავსი ადგილების დასუფთავების შემდეგ, კვლავ მეორდება სამშენებლო ნარჩენისა და მეორადი საბურავების უკანონოდ განთავსების ფაქტები. ყოველდღიურად ვუხსნით მოქალაქეებს, რომ ეს კანონდარღვევაა. მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ „თბილსერვის ჯგუფისა“ და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ვერ მოერევიან ამ პრობლემას. აღნიშნულ ტერიტორიაზეც გამკაცრდება კონტროლი და ყველა კანონდამრღვევი პირი დაჯარიმდება“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნარჩენების კანონიერად განთავსების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics