23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 12:18:37, 711 ნახვა

საზოგადოება
ლურჯი მოცვის მავნე ორგანიზმების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს  „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მავნე ორგანიზმების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სიტემის შემუშავებაა. 

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, ლურჯი მოცვის წარმოების ძირითად რეგიონებში, ლურჯი მოცვის აგრობიოცენოლოგიური მონიტორინგი, უმთავრესი მავნე ორგანიზმების (მწერები, დაავადებები, სარეველები) გამოვლენა და დაზიანების ინტენსივობის დადგენა, ასევე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და ფენოკალენდარული სქემების შედგენა იგეგემება. 

ამ ეტაპზე, ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი უკვე დაწყებულია სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებში. 

აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში 2006 წელს დაიწყო. მოსავლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics