23:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 11:13:18, 728 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროსმა კოორდინატორმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან, სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრა მიზნად ისახავდა პრაქტიკოსთა მიერ საკუთარი გამოცდილების, მიღწეული პროგრესის გაზიარებას და დანახული საჭიროებების იდენტიფიცირებას. 

"შეხვედრის ფარგლებში პრაქტიკოსმა პროკურორებმა, ცენტრის სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან ერთად განიხილეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მიმართ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკა, არასრულწლოვან მსხვერპლთან კომუნიკაციის სტანდარტები და თავისებურებები. ასევე, იმსჯელეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან სამართალწარმოების პროცესში ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე, მათ შორის, სტრესის შემცირების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებისთვის ბავშვის მომზადებისას ფსიქოლოგის როლზე. 

ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით, სექსუალური ძალადობის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს და მისი ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვნის ხელახალი ტრავმირების  რისკების შემცირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების და პრაქტიკის კიდევ უფრო დახვეწის საჭიროებაზე. 

აღსანიშნავია, რომ ცენტრის სივრცე  შესაძლებლობას იძლევა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდეს ნაკლებად მატრავმირებელ გარემოში, რაც ხელს უწყობს განხორციელებული დანაშაულის შესახებ მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და  სამართალდამცავ ორგანოს ეხმარება მოიპოვოს მტკიცებულებები, ხოლო პროკურატურამ მოძალადის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გაატაროს უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების პროცესში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა, რისთვისაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრთან  თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics