07:00 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 14:26:06, 618 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ჩვენ არ გვჭირდება ბატონი, გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადება ამერიკისა და ევროპის მიმართ მონური დამოკიდებულების გამოხატულებად შეაფასა. 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობისთვის უცხოა სამშობლოს ცნება. 

„ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ცნება სამშობლო რა არის, არ იციან. მათ აქვთ მონური აზროვნება. ეს არის კოლექტიური ნაცების ტიპური აზროვნება და დამოკიდებულება ჩვენი ხალხის მიმართ. მათთვის ამერიკა და ევროპა არის ბატონი. ბატონები არ გვჭირდება, გვჭირდება სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს.

„ხომ წარმოგიდგენიათ ეს ადამიანები რომ იყვნენ ხელისუფლებაში რა უბედურება იქნებოდა საქართველოში. მოსახლეობა კარგად ხედავს, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, რამდენად მნიშვნელოვანია ის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც ვატარებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და ის ევროპული მომავალი რაც ქართველ ხალხს აქვს არჩეული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics