00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-29 17:11:11, 932 ნახვა

საზოგადოება
ავარიას გლდანში 25 წლის ფეხმძიმე ქალი ემსხვერპლა, საჭეს ნასვამი მძღოლი მართავდა

გლდანში მომხდარ ავარიას 25 წლის ორსული გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, ხიზანიშვილის ქუჩაზე ახლგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტრაილერს შეეჯახა, შემდეგ კი ქალს, დარტყმის შედეგად კი სატვირთომ მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა. დაზიანების გამო აფეთქების საშიშროება შეიქმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ავარიის შედეგად დაზიანდა კიდევ 3 ავტომობილი. 

„ჯერ ტრაილერს დაეჯახა, გოგო მაღაზიიდან გამოდიოდა და შემდეგ მას დაეჯახა, რამდენჯერმე დაარტყა, მერე გაზის მილებს დაეტაკა. ახალგაზრდა გოგო იყო, ორსული, 25 წლის. ამ კორპუსის უკან ცხოვრობს. მანქანა ჩქარა მოდიოდა, თან არ იყო ფხიზელი, ვინც საჭესთან იჯდა, თან პრავაც არ ჰქონდა“, - განუცხადა „ტვ პირველს“ თვითმხილველმა.

წინასწარი ცნობით, ბრალდებულები დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics