00:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 11:39:17, 1339 ნახვა

საზოგადოება
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში კიდევ ერთ მოგზაურობას გეგმავს

საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმში კიდევ ერთ მოგზაურობას, სახელწოდებით, "ვარსკვლავური კრუიზი" გეგმავს. 

ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში 31 ივლისს, დაახლოებით, 06:00 საათზე შემოვა და ქალაქს გვიან ღამით დატოვებს.

როგორც ტურისტული მოგზაურობის აღწერაშია მითითებული, ბათუმში გემით რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და რუსული ესტრადის წარმომადგენლები ჩამოვლენ.

ბორტზე იქნებიან მომღერლები: დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი, ტესტოსტერონი, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ASTORIA GRANDE-ს საკრუიზო მოგზაურობა 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდსა და მარშრუტს - სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭი მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა.

აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა.

ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics