01:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 13:42:08, 906 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა დიდ დიღომში ახლად მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ დიდ დიღომში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო  ცენტრის მიმდებარედ, 5 000 კვ.მ  ფართობზე  რეკრეაციული სივრცე მოაწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

„ტერიტორია სრულად გამწვანდა და მოწესრიგდა. დაირგო 600-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე, 3 450 კვ. მ ფართობზე დაიგო რულონური ბალახი, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა; დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, ასევე, ველოპარკინგი.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 1 462 054 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „მონოლითი 2005“-მა შეასრულა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics