09:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 14:31:10, 759 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - კობახიძეს, ივანიშვილსა და პუტინისტებს პოლიტიკური სილა არ ასცდებათ

ირაკლი კობახიძის კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და რუსული პარტიის გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს პოლიტიკური სილა არ ასცდებათ".

“მან, ალბათ, ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. “ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისივე შინაარსით და ასჯერ, ათასჯერ უფრო სჯობს „რუსულ პარტიას“. სალავიოვს, მარგარიტა სიმონიანის პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული გაერთიანება რომ სჯობს ამას, საზოგადოება თავად გააკეთებს არჩევანს და გადაწყვეტს. შესაბამისად, პოლიტიკური სილაც არ ასცდებათ ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს და პუტინისტებს. 

ამიტომ, მისი კონკრეტული ღლიცინები და ა.შ. ერთ რამეს მოასწავებს მხოლოდ, რომ აქვთ შიში და სწორად ეშინიათ იმიტომ, რომ ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას და ამ დიდ კოალიციით ქართველ ხალხთან ერთად ვაპირებთ „რუსული პარტიის“ გასტუმრებას პოლიტიკურ მოუსავლეთში",- ამბობს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics