03:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 15:35:45, 871 ნახვა

საზოგადოება
ცინცაძის ქუჩაზე კიდევ ერთი სკვერი განახლდა

საბურთალოს რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციასა და მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცინცაძის ქ. N3-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების შედეგად, სკვერის ტერიტორია გაიზარდა. 1 200 კვ. მ ფართობზე განთავსდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა. დამონტაჟდა გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემაც.

„კეთილმოწყობის დასკვნით ეტაპზე, დაირგო 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და გამწვანდა დასასვენებელი სივრცე.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.  

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 253 427 ლარი გამოიყო. სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მონოლითი 2005“ შეასრულა“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics