10:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 12:20:21, 960 ნახვა

პოლიტიკა
ლორთქიფანიძე - განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი - ვეძებთ შესაფერის ადგილს

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე ლორთქიფანიძემ საქართველოში დაფუძნებული რუსულენოვანი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

ლორთქიფანიძის თქმით, სასწავლო დაწესებულებაში სწავლა უფასო იქნება.

"ახლა კონკრეტულად ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი განიხილება. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნებ. დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. მჯერა, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი და გვექნება დეტალები ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით",- ამბობს ლორთქიფანიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics