03:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 12:28:59, 1130 ნახვა

საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე ახალგაზრდა ადვოკატებთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თანამშრომლობით გამართულ შეხვედრას 30-მდე ადვოკატი ესწრებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანი დაინტერესებული ადვოკატებისათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით პროკურორების გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება იყო.

"შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა მიმართა, რომელმაც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების პროცესში პროკურატურის როლზე ისაუბრა. გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე მიმოიხილა ის უწყებრივი ცვლილებები, რომლებმაც პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბრალდების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შეუწყო ხელი.

შეხვედრის ფარგლებში, პრეზენტაცია წარმოადგინეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის დეპარტამენტის პროკურორებმა, მარიკა გოგოხიამ და ნათია გურულმა. პროკურორებმა მსაჯულთა შერჩევის სპეციფიკა და არსებითი განხილვის სხდომის თითოეული ეტაპის მიმდინარეობა მიმოიხილეს, ასევე, ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს პროკურატურის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებებზე. განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეებს შორის დისკუსია გაიმართა. 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარების მიზნით ადვოკატთა კორპუსთან სამომავლოდ მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics