06:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 14:08:41, 779 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს საქართველოში, ლესლი ლამს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მირზა გელაშვილი.

"მინისტრმა ADB-ის  რეგიონულ დირექტორს მიულოცა ახალ პოზიციაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ბანკთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.

ხაზი გაესვა 2024 წლის მაისში, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics