07:17 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-13 15:50:05, 1331 ნახვა

საზოგადოება
გახდი თანამედროვე ვიზუალური და აუდიო ხელოვნების ნაწილი - დაესწარი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გამართულ შეხვედრებს „ტყეში“

სულ მალე, 15 ივლისს წვეულებების სერია „ტყეში“ დაიწყება. ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად, ინსპირაციისა და ახალი შთაგონების მისაღებად ორგანიზატორები უკვე მესამე წელია მონაწილეებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობენ.

დღის განმავლობაში, ღონისძიების ტერიტორიაზე, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, საგანმანათლებლო ვორქშოპები, შეხვედრები და აქტივობები გაიმართება, საღამოს კი მსმენელს შესაძლებლობა ექნება, გახდეს ტექნოლოგიებისა და მუსიკის სინთეზით შექმნილი პერფორმანსებისა და ინსტალაციების ნაწილი.

წელს წვეულებების სერიის საგანმანათლებლო სივრცის სპონსორი „საქართველოს ბანკის“ Student & sCool Card-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული სასწავლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ განსხვავებულ პროექტებზე, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და აქციონ საკუთარი იდეები რეალობად.

წვეულებების სერიის ფარგლებში ლექციები ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული დიზაინის, სხეულის ენის, თანამედროვე და ექსპერიმენტული ცეკვის, ვიდეოხელოვნების, ეკოლოგიისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით გაიმართება.

შესაბამისად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისა და არტისტების ლექციებს, ვორკშოპებსა და პერფორმანსებს. მათ შორის, იტალიელი ინტერაქციული დიზაინერის და 3D ლაივ ვიზუალური დეველოპერის, ნიმა გაზესტანის ლექციას, ექსპერიმენტული ხმის და საველე ჩანაწერების სპეციალისტის - ნიკოლას კუნისის შესრულებას, Skywalker-ის მიერ გამართულ ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული ვიზუალის შესავალ კურსს და სხვა.

წელს წვეულებების სერია 15-29 ივლისს კოჯრის ფიჭვნარში ჩატარდება. სპეციალურად sCool და Student Card-ის მფლობელებისთვის კი 1+1 აქცია იმოქმედებეს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დასასწრები ბილეთების შეძენა Eventer.ge-ზე არის შესაძლებელი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics