09:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 12:14:52, 870 ნახვა

საზოგადოება
UNEP საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბუდაპეშტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ახლადდანიშნულ რეგიონულ დირექტორს არნოლდ კრეილჰუბერს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და UNEP-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

„UNEP-ის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარეს, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics