09:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-08 12:01:15, 741 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით, მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი 2023“ წარმატებით დასრულდა. წვრთნები საგანგებო მდგომარეობისა და კრიზისული სიტუაციების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწასა და გაღრმავებას ისახავდა მიზნად და მასში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, „პარტნიორ 2023“-ში ჩართული იყო ასევე, აშშ-ის არმიის საინფორმაციო და სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების ჯგუფი, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალები და თავდაცვის მოხალისეთა ორგანიზაციები.

„სწავლება საქართველოში სამ ლოკაციაზე, ამბროლაურის, თეთრიწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კრიზისულ სიტუაციებში რეალურთან მიახლოებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობდა. სცენარი ეპიდემიის მართვის, ხანძრის კერებზე რეაგირებისა და დივერსიული ჯგუფების აღმოჩენა-განეიტრალების ოპერაციებს მოიცავდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური დაესწრო. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლების ამოცანისა და აღსრულების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო, მონაწილეებთან შეხვედრისა და სიტყვით მიმართვისას კი, ყურადღება მსგავსი მასშტაბისა და უწყებათაშორისი წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საჩვენებელ სწავლებასა და „პარტნიორ 2023“-ის დახურვის ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ერონული გვარდიის ხელმძღვანელი პირები და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics