12:26 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 23:05:00, 884 ნახვა

საზოგადოება
სამეგრელოს ექვს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში  343 648 გრძივი მეტრი გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს,  რომლის შედეგად სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში - ჯამურად აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.

აღსანიშნია, რომ 2013-2021 წლებში ბუნებრივი აირი მიიღო 771 დასახლებულმა პუნქტმა, ხოლო 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics