16:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 15:25:56, 1389 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს მახლუფ მიკი ზოჰარს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა.

"თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა ისრაელის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

თავის მხრივ ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბათუმის სწრაფ განვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის და განსაკუთრებით ბათუმთან მიმართებაში, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის, კულტურის, სპორტის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics