18:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 23:17:30, 804 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნაზე - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ახლა უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, საქართველოს ელჩის გამოძევებასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ "უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება მიუღებელი და ამორალურია"

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას, რათა გაიმარჯვოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სამართლებრივ ფრონტზე.

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილა. ამრიგად, თვითდაზიანებისა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც სააკაშვილის პოლიტიკური სტრატეგია ციხიდან თავის გათავისუფლების მიზნით, მიუღებელი და ამორალურია", - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის დიპლომატიურ უწყებას დაავალა, გამოიძახოს საქართველოს ელჩი და მოსთხოვოს მას, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევისთვის გადაცემის საკითხზე თბილისთან კონსულტაციების გამართვის მიზნით, ქვეყანა 48 საათის განმავლობაში დატოვოს. 

აღნიშნულის შემდეგ, დღეს, 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარების გამო მკაცრი პროტესტი გამოხატეს.

განცხადების თანახმად, უკრაინის დიპლომატიურმა უწყებამ ზაქარეიშვილს შესთავაზა თბილისში დაბრუნება კონსულტაციების გასავლელად და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics