|
2023-07-03 14:53:44, 935 ნახვა
საზოგადოება
რატომ არის მნიშვნელოვანი წელის კორსეტების გამოყენება?
წელის ტკივილი ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. ამის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს როგორც დიდ ფიზიკურ დატვირთვას, ისე მჯდომარე ცხოვრების წესსა და უმოძრაობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი ძილი ან ვარჯიში იწვევს წელის ტკივილს. თუმცა, ამ ფაქტორების გარდა, არსებობს სხვა, ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა: ხერხემლის რომელიმე პათოლოგია ან გინეკოლოგიური და უროლოგიური ხასიათის პრობლემები. წელის არეში არსებულ დისკომფორტს საგრძნობლად ამსუბუქებს წელის ქამრების გამოყენება, რომლებიც არა მარტო ტკივილის შეგრძნებას ხსნის წელის არეში, არამედ სხვადასხვა დაავადების მკურნალობის პროცესშიც დიდ როლს თამაშობს. რა ტიპის წელის ქამრები არსებობს? წელის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პრობლემის ხასიათსა და სირთულეზე. ძირითადად ამ პრობლემას მედიკოსები კომპლექსურად უდგებიან და ადამიანებს ისეთ რეკომენდაციებს აძლევენ, როგორიცაა - სწორად ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის დატვირთვაზე უარის თქმა და სხვ. ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს რეკომენდირებულია წელის კორსეტების გამოყენება. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთა-შუა დისკის თიაქარი, ამ შემთხვევაში, ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება. წელის ქამრების გამოყენება ასევე მიზანშეწონილია მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომაც, პრესის კუნთების მოდუნების პრევენციისთვის. ამ პროდუქტების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)