17:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-03 13:24:08, 1395 ნახვა

რეგიონი
კასპში კალათბურთის მუნიციპალური ტურნირი გაიმართა

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “-ის ფარგლებში, კასპში კალათბურთის (3 X 3) მუნიციპალური ტურნირი გაიმართა. ტურნირში 10 გუნდი მონაწილეობდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ტურნირის გამარჯვებულის ტიტული კასპის "იზიმანმა" მოიპოვა.

"გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირია: ტარიელ თაბუაშვილი, ნოდარ ხუციშვილი და ალექსი ვარდოშვილი, რომლებმაც შემდგომ ეტაპზე რეგიონულ პირველობის ასპარეზობის საგზური მოიპოვეს.

მეორე ადგილზე გავიდა: კასპის "მგლები", რომლის წევრთა სამეული ასეთია: ლაშა მამულაშვილი, ლუკა ხორგუაშვილი და საბა დაბრუნდაშვილი.

მესამე საპრიზო ადგილი კი "კასპერსის" გუნდის კალათბურთელებმა მოიპოვეს: ტატო მეშველაშვილი, ლევან გეჯაძე და ვახტანგ ჩხეიძე.

გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

„შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2023 “-ის მიზანი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics