16:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 13:38:37, 789 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მაცივარაგენტების იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. იმპორტიორებს, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა, მაცივარაგენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული  საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები, საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაციის წარმომადგენლები, მაცივარაგენტების იმპორტიორები და ტექნიკოსები ესწრებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და სხვა საერთაშორისოდ რეგულირებული გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე მაცივარაგენტების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

განახლებული კანონმდებლობა აწესებს ახალ მოთხოვნებს მაცივარაგენტების მართვაში ჩართული პირებისთვის, მათ შორის, მაცივარაგენტების იმპორტიორებისთვის. კერძოდ, დაინერგება კიგალის ცვლილებით გათვალისწინებული ნივთიერებების - ჰიდროფტორნახშირბადების იმპორტის კვოტირების და სანებართვო სისტემა; ასევე,  მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემა (ჟურნალი), რომლიც ჩაანაცვლებს აღრიცხვა-ანგარიშგების არსებულ სახეებს.

საქართველო სულ მალე შეუერთდება მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებას, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევას გლობალური დათბობის მაღალი პოტენციალის მქონე ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics