16:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 19:36:54, 846 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ.

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 29 წელი გავიდა. მსურს მადლიერება გამოვხატო სამსახურის თითოეული თანამშრომლისადმი. აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს, ყველანი ვამაყობთ თქვენით.  კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი კოლეგების ხსოვნას.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. მადლობა ბატონ გენერალს გატარებული რეფორმებისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე.

სამსახურის ხელმძღვანელმა და ოფიციალურმა პირებმა თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცეს, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics