16:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 16:18:18, 672 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წიგის სახელწოდებით - „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან უნიკალური ფოტოები ერთვის, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. პირადი მიმოწერის კრებულში შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები, სულ სხვა თვალით გაგვაცნობს დიდ საზოგადო მოღვაწეს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისათვის გაიმართება ფოსტის არქივში არსებული მარკების გამოფენა. მარკები შექმნილია უნივერსიტეტის, უნივერსიტეტის დამაარსებლისა და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების თემატიკაზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics