00:44 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 15:13:33, 828 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს

დეპოლარიზაცია ცალმხრივი პროცესი ვერ იქნება. იმ ფონზე, როდესაც რადიკალები ცდილობენ ყველაფერს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, მმართველი გუნდის შეთავაზება და მცდელობები ცალმხრივად შედეგს ვერ მოიტანს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, დღის წესრიგში ისეთი თემები შემოიტანოს, რაც საზოგადოების პოლარიზებას და დაძაბულობას იწვევს.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ორიენტირებულია მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ქვეყნის ევროპული მომავალი, ტრადიციების და ღირებულებების დაცვა, რაც თავისთავში გულისხმობს ევროპულ ღირებულებებს, ამის საპირისპიროდ რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით ცდილობს ისეთი თემების და საკითხების შემოტანას, რაც იწვევს პოლარიზაციას და დაძაბულობას. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდი ქართველ ხალხთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო კონსოლიდირებას და არ მისცემს შესაძლებლობას ხელმოცარულ ოპოზიციას, დააზიანოს ჩვენი მომავალი და ხვალინდელი დღე“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics