17:31 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 14:57:39, 1442 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ბოლო დღეების ტრაგიკომედია უხსნის სხვა ქვეყნის ლიდერებს, თუ რატომ არის პუტინის რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელი

ბოლო დღეების ტრაგიკომედია მჭევრმეტყველურად უხსნის სხვა ქვეყნის ლიდერებს, თუ რატომ არ თვლის უკრაინა, რომ დღეს პუტინის რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.

პოდოლიაკის განცხადებით,  რუსეთში სიტუაცია უკონტროლოა, "მორყეულ სტრუქტურას ინერცია და ლოცვა ამყარებს".

"მარტივი კითხვა: ვისთან შეიძლება რამეზე საუბარი, თუ მთავარ სუბიექტს ძალაუფლება ეცლება ხელიდან და ყველა ფეხს იწმენდს სტრატეგიულ სამხედრო სარდლობაზე? ამ ბანდის დღეები დათვლილია, პატრონი სახლში არ არის. რუსეთში სიტუაცია უკონტროლოა, მორყეულ სტრუქტურას ინერცია და ლოცვა ამყარებს. ამავდროულად, სინოპტიკოსები ქარის ახალ აფეთქებებს პროგნოზირებენ",- წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics