05:55 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-21 13:23:57, 772 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე სააკაშვილზე - როდესაც გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდადებული პატიმარი და როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძე ასევე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას და განაცხადა, რომ ამისთვის მან ჯერ საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაიბრუნოს.

"თუ არ არის რეკომენდებული, რომ მივიდეს და დაესწროს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ დაესწრება. ჩვენ ვმოქმედებთ ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად. სხვა საშუალებებიც აქვს მას, რომ დაესწროს და საზოგადოება ეს რამდენჯერმე ნახა, მათ შორის, სასამართლო პროცესზე. სააკაშვილი არის მსჯავრდადებული პატიმარი და როდესაც სამედიცინო სამსახურისგან გვექნება შესაბამისი რეკომენდაცია, ის იქნება გადაყვანილი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ მას უნდა, რომ იყოს ქართულ პოლიტიკაში, როგორც გითხარით, უნდა მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი. როდესაც ადამიანი არის სახელმწიფოს მეთაური, ასევე მთავარსარდალი და დატოვებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას, მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას და ჩადგება სხვა სახელმწიფოს სამსახურში, მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ ის იყოს მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქე, - განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics