06:23 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 19:04:50, 994 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი ბერძენიშვილზე - ქართველი პუტინისტები მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე არიან გადასულები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს ლევან ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ბერძენიშვილს სოლიდარობას გამოუცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია რუსულ-ბელორუსულ რეჟიმის სტილზეა გადასული, აქედან გამომდინარე განათლებულ და მოაზროვნე ადამიანებზე ტოტალურ ტერორს ახდენენ. 

„რუსული ოცნება“ - ქართველი პუტინისტები გადასულები არიან რუსულ-ბელორუსული რეჟიმების სტილში განათლებული, მოაზროვნე ადამიანების ტოტალურ ტერორზე. სიბნელე, სიმახინჯე ვერ გაიმარჯვებს“, - წერს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დღეს, 20 ივნისს დაესხნენ. ბერძენიშვილის განცხადებით, ლექციიდან გამოსულს ახალგაზრდა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics