18:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 13:04:32, 1255 ნახვა

რეგიონი
აჭარის სარეკლამო კამპანია Deustche Welle-ს ეთერში მიმდინარეობს

ევრონიუსის შემდეგ აჭარის საიმიჯო კამპანია უკვე ცნობილ, გერმანულენოვან ტელეარხზე Deustche Welle დაიწყო. სატელევიზიო კამპანიის შედეგად აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველ ვიდეორგოლს 195-მდე ქვეყნის მილიონობით მაყურებელი გაეცნობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, Deustche Welle მსოფლიოს მასშტაბით 30 ენაზე მაუწყებლობს.

„ტელეკომპანიის ეთერში ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება პირველად 2018 წელს დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო სარეკლამო კამპანიებს  Deustche Welle-სა და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებებზე ყოველწლიურად ანხორციელებს.

აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც. რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში.  მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics