08:27 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 15:21:02, 1045 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია

ხშირად ვამბობთ, რომ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა "საკუთარი თავი წლების წინ ამ ქვეყნისთვის გადადო". 

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დიახ, აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადებებით, მაგრამ განცხადებას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩვენ ეს რეზოლუციაზე ვთქვით, ჩვენ ვნახეთ მაგალითად უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ბანკ კ"რედიტ სუისი", როგორ გახდა მეასე ხარისხოვანი თავის რეპუტაციანად, როგორ გაიყიდა შემდეგ კაპიკებში იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ და მისი კუთვნილი 2 მილიარდი არ მიეცათ, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოიგო უამრავჯერ ყველა დეტალთან დაკავშირებით. ხშირად ვამბობთ, რომ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. საკუთარი თავი რომ გადადო წლების წინ ამ ქვეყნისთვის, ამ ადამიანს ფულით რომ ვერ დააშანტაჟებ, ეს მე მგონი ადვილი გასააზრებელი იყო და ვერ გაიაზრეს",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics