08:29 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 13:59:22, 1235 ნახვა

პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმმა 2023 წლის მაისში ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო 49 ადამიანი დააკავა

დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის მაისში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 49 "კანონდამრღვევი" დააკავეს.

მათი ცნობით, დაკავებულთაგან 10-მა ადამიანმა "სახელმწიფო საზღვარი", ხოლო 39-მა სასაზღვრო რეჟიმი დაარღვია.

"2023 წლის მაისში "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 49 "კანონდამრღვევი" დააკავეს, მათგან 10 - სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევი, 39 კი სასაზღვრო რეჟიმის.

"სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის კგბ-ს საზღვრის დაცვის სამსახური აცნობებს რესპუბლიკის მოქალაქეებს და სტუმრებს, რომლებიც რესპუბლიკაში ვიზიტს გეგმავს, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ქონის (პასპორტის, ID ბარათის, მცირეწლოვნებისთვის დაბადების მოწმობის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - საზღვრის კვეთის უფლების) აუცილებლობაზე",- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, 18 უკანონოდ დაკავებული დაჯარიმდა, 3 ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიიდან "გააძევეს", 21 უკანონოდ დაკავებული სიტყვიერად გააფრთხილეს, ხოლო 2 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 5 დაკავებულის შემთხვევაში დე ფაქტო უწყებას გადაწყვეტილება არ მიუღია.

ცნობისთვის, უკანონო დაკავების ბოლო ფაქტი, 7 ივნისს დაფიქსირდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ დააკავეს.

ამასთან, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) ცნობით, მხოლოდ 2023 წლის მაისში ე.წ. საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 45 "კანონდამრღვევი" დააკავეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics