23:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 21:52:14, 863 ნახვა

საზოგადოება
ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში, სტიქიის ზონაში ჩავიდა

ლევან ხაბეიშვილი გურჯაანში, სტიქიის ზონაში ჩავიდა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ხვალიდან ის პირად კონტროლზე აიყვანს აღნიშნულ საქმეს, რომ ზარალის ანაზღაურება და მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილება დროულას მოხდეს.

“უმძიმესი მდგომარეობაა გურჯაანში, დატბორილია ცენტრალური ნაწილი. რაიონში დაზარალდა მოსახლეობა, მათ შორის სეტყვამ ფაქტობრივად გურჯანიის დიდ ნაწილს შეუქმნა პრობლემა, სასწრაფოდ უნდ მოხდეს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლა ადგილზე, სწრაფად დათვლა ზარალის, სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოს თანხა, უნდა მოწესრიგდეს სწრაფად ინტფრასტრუქტურა. გურჯაანის მერია ვერ ეყოფა ამ საქმეს, ამ საქმეს ჭირდება ხელისუფლება, ყველას მობილიზება. ჩვენ ჩამოვედით ადგილზე და მზად ვართ ფიზიკურადაც დავეხმაროთ გაწმენდით სამუშაოებში, მიუხეავად იმისა, რომ მათი პირადი ვალდებულებაა. ხვალ დილიდან მე პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, სწრაფად უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მათ შორის კომერციულ ფართებში შევიდა წყალი, დატბორილია ბაზარი, სახლები, ავტომობილები, რომელიც წყალმა წაიღო. წაიღო გზა და ინფრასტრუქტურა გურჯაანში და ამიტომ უმნიშვნელოვანესია მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერ მინისტრად წოდებული კაცის ჩართულობა, ბიუჯეტზე მათ მიუწვდებათ ხელი, სარეზერვო ფონდებზე მათ მიუწვდებათ ხელი, ამიტომ მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics