14:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 18:59:34, 913 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბერლინი ნატოს გენერალური მდივნის პოზიციაზე სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივებას მიემხრობა

ნატოში შეთანხმება თუ ვერ შედგება, მაშინ ბერლინი ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივების მომხრე იქნება, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო ვერ დარჩება გენერალური მდივნის გარეშე და ცხადია, გერმანია სტოლტენბერგის ვადის გახანგრძლივებას დაუჭერს მხარს.

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება სექტემბერში ეწურება. 

ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე 2014 წელს დაინიშნა, მას შემდეგ მისი ვადა სამჯერ გახანგრძლივდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics