09:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 11:57:26, 1094 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კიევში მის არმიწვევას მთავრობებს შორის ურთიერთობა განაპირობებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს. ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვას, ბევრი დასავლელი ლიდერი ჩავიდა უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად, მაგრამ თქვენ არ ხართ ნამყოფი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რატომ? - ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

"მე ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ გადასცემთ ჩემს გზავნილს, შემიძლია, ხვალვე ჩამოვიდე".

კითხვაზე, რა არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არ მიიწვია კიევში, პრეზიდენტმა თქვა:

"ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელ ურთიერთობას სამთავრობო წრეებს შორის. 

ასე რომ, გარკვეულწილად ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ ისევ მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე გაჩნდება". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics