|
2023-06-13 13:07:18, 890 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი მეორეს, მათ შორის წინააღმდეგობაა
დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის წინააღმდეგობაა და თუ ისინი შეთანხმდებიან, საქართველო იმას გააკეთბს, რასაც ევროკომისია იტყვის. "არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიას შორის, თუ ისინი ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისა, ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც გვეტყვის ევროკომისია. მაგრამ დღეს ევროკომისია გვეუბნება ერთს, ვენეციის კომისია კი გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: კერძოდ, ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ და ის საუბრობს დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ანუ გამოდის რა, ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე, თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროპის კომისია არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღებას",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)