|
2023-06-09 16:38:43, 715 ნახვა
საზოგადოება
პროკურორებმა თელავში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის -„არა ფემიციდს" ფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა თელავში ,,word vision"-ის კახეთის ოფისის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკუსიას ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზებისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ. ასევე, ხაზი გაესვა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას. „შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დაესვათ. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გრძელდება საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით. საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)