13:53 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 12:40:01, 709 ნახვა

პოლიტიკა
კალინდრა EU-ს სტატუსზე - საქართელოსთის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნილია - ვაგრძელებთ მუშაობას

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. სახეზეა ბევრი ენერგია და ამბიცია ორივე მხრიდან,- აღნიშნულის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

კალიდრას თქმით, საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. სახეზეა ბევრი ენერგია და ამბიცია ორივე მხრიდან. როგორც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე თბილისში იმ კუთხით, რომ საქართველომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა და ქართველი ხალხი მხარს უჭერს ამ გზას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად საჭიროა. ის მოუტანს ბევრ სარგებელს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. გაუხსნის საქართველოს გაცილებით მეტ შესაძლებლობას. უკვე თითქმის ერთი წელია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაციები გასცეს. ნამდვილად არის პროგრესი, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მუშაობას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა. შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. ჩვენ ძალიან გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა.

ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ განცხადებებეს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა ადევნებს თვალს დასავლელი მეგობრების განცხადებებს. პირველ რიგში, ლიეტუვა და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან . ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, შევხვდებით ბატონ პრემიერს-მინისტრს ორშაბათშს ან უახლოეს დღეებში და ამ გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ“,- განაცხადა კალინდრამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics