13:51 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 11:50:18, 706 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე - მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, არის რუსული კანონი, შესაბამისად, ეს არის რუსული კანონი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი, შესაბამისად, მათი საკანონმდებლო ინიციატივა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, არის რუსული კანონი.

„მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი. შესაბამისად, ეს კანონი არის რუსული კანონი, ხაზს ვუსვამ, მათი შეფასებით რასაკვირველია, მათი ლოგიკით და არა ჩვენი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა "ქრონიკასთან".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“  პარლამენტში „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიზანია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერება.

ორგანიზაციის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება გააუმჯობესებს თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics