|
2023-05-30 13:20:20, 683 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უმძიმესი შედეგები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ევროკავშირის ელჩებმა დემარშით პრაქტკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო. „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)