02:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 17:12:56, 714 ნახვა

პოლიტიკა
წაქაძე - საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა ჰაერივით სჭირდება

ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ განაცხადა.

როგორც წაქაძემ აღნიშნა, საქართველოს პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო და დაფიქსირდა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვებოდა იმ რეგულაციებში, რომელიც ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, რადგან "სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ".

"ისინი [ევროკავშირი] თუ ჩვენი პარტნიორები არიან, უნდა გაიგონ, რომ საქართველოს [რუსეთთან] ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება. სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ გვეხმარება. დაველოდოთ რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი [ევროკავშირი] ანალიზს გააკეთებენ, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორ სჭირდება ეს, სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით იმ რეგულაციებში, რაც ევროპამ დააწესა და ეს იციან. 

თვითონ ევროპა იძულებულია, ყველაზე საჭირო პროდუქცია მისგან [რუსეთისგან] იყიდოს, მაგალითად, ამერიკელები ყიდულობენ სასუქს, ევროპელები გაზს, უამრავ პროდუქტს სხვადასხვა ლითონებს და ა.შ. და რატომ ყიდულობენ, რადგან ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ. ასევე ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პროდუქცია სჭირდება", - ამბობს ბეჟან წაქაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics