21:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 20:12:24, 1339 ნახვა

სამართალი
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის ელჩს საქართველოში, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საუდის არაბეთის ელჩს საქართველოში, სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და  სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუდის არაბეთის ელჩს ინფორმაცია მიეწოდა პროკურატურის საქმიანობის, მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების შესახებ. მხარეებმა, მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე, მზაობა გამოხატეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics